მთავარია დესტრუქცია არ იყოს - ლადო კახაძე "ქართული ოცნების" ორგანიზებულ, 14 დეკემბრის აქციაზე
მთავარია დესტრუქცია არ იყოს - ლადო კახაძე "ქართული ოცნების" ორგანიზებულ, 14 დეკემბრის აქციაზე

A+ A-

18:29 13/12/2019

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული ხვალინდელი ღონისძიება, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოს პრეზიდენტ ქვეყნად გახდომას ეძღვნება, ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ყველა პოლიტიკური ძალის ზეიმი უნდა იყოს.

“ღონისძიებაზე წასვლის უფლება ყველას აქვს. ყველას უნდა უხაროდეს, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მთავარია, რომ ქვეყანაში დესტრუქცია არ იყოს. ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით, რადიკალიზაციაზე ნუ წავლენ. მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ერთად ვართ ქვეყნის წინ წასვლის კუთხით“,- გვითხრა ლადო  კახაძემ.

შეგახსენებთ, წელს საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა. ხვალ, 14 დეკემბერს მმართველი პარტია აღნიშნულ ფაქტს საკუთარ მხარდაჭერებთან ერთად თავისუფლების მოედანზე აღნიშნავს.