სასამართლო გადაიდო, რადგან ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ "საზღვარს" - ირინა გაფრინდაშვილი
სასამართლო გადაიდო, რადგან ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ "საზღვარს" -  ირინა გაფრინდაშვილი

A+ A-

18:15 13/12/2019

,,სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით…მიზეზი ის არის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს”, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, უკანონო საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღე 35! ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს”
ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში! ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის!“, - წერს გაფრინდაშვილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამათლოს გადაწყვეტილებით უკანონოდა დაპატიმრებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს.
შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებდნენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.