ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სეპარატისტულმა რეჟიმმა უკანონო პატიმრობაში დატოვა
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სეპარატისტულმა რეჟიმმა უკანონო პატიმრობაში დატოვა

A+ A-

17:45 13/12/2019

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზი“ ავრცელებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, პატიმრობაში დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა ადვოკატმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებდნენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.