ნინი გოგიჩაიშვილი Miss World 2019-ის ფინალშია
ნინი გოგიჩაიშვილი Miss World 2019-ის ფინალშია

A+ A-

10:57 13/12/2019

ქართველი მოდელი, ნინი გოგიჩაიშვილი მის მსოფლიო 2019-ში იღებს მონაწილეობას. ის ჯერ 120 კონკურსანტიდან ტოპ 20-ეულში მოხვდა, შემდეგ კი ფინალურ ტოპ 10-ეულშიც დაიკავა ადგილი. თუ ნინი გოგიჩაიშვილი ტოპ 5-ეულში მოხვდება, ის ინტერვიუს ინგლისელ ჟურნალისტთან, პიერს მორგანთან ჩაწერს, რადგან სწორედ ეს წამყვანი გაესაუბრება ფინალში გადასულ ხუთ გოგონას. ცნობისთვის, გრანდიოზული კონკურსის ფინალი 14 დეკემბერს გაიმართება.