მევლუთ ჩავუშოღლუმ ამერიკელ სენატორებს ლაჩრები უწოდა
მევლუთ ჩავუშოღლუმ ამერიკელ სენატორებს ლაჩრები უწოდა

A+ A-

10:44 13/12/2019

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ „ლაჩარი“ უწოდა ყველას,  ვინც სომეხთა გენოციდის აღიარებით პოლიტიკური შოუ დადგა.

„ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება პოლიტიკური შოუა და ადამიანები, რომლებიც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, არიან ლაჩრებიისინი, ვინც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ არიან ლაჩრები, რომელთაც არ სურთ სიმართლეს თვალი გაუსწორონ. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ისტორიის გაპოლიტიზირება“,-განაცხადა ჩავლუშოღლუმ.

შეგახსენებთ, შტატების სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში წერია, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში 1,5 მილიონი სომეხის მკვლელობა გენოციდია.