რუსეთიდან ორი გერმანელი დიპლომატი გააძევეს
რუსეთიდან ორი გერმანელი დიპლომატი გააძევეს

A+ A-

12:54 12/12/2019

რუსეთიდან ორი გერმანელი დიპლომატი გააძევეს.

მოსკოვის ეს ნაბიჯი, საპასუხო ზომაა გერმანიის მიერ 4 დეკემბერს ორი რუსი დიპლომატის გაძევებაზე, რომელიც ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება.

როგორც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, გერმანიის საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის დატოვებისთვის შვიდ დღიანი ვადა მიეცათ.

ცნობისთვის, ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამო, გასულ კვირას, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, ბერლინში ერთ-ერთ სკვერში მოკლეს. ეჭვმიტანილი მალევე დაიჭირეს. ის ამ დროისთვის პატიმრობაშია, თუმცა დუმს. გერმანიის ფედერალური პროკურატურა ეჭვობს, რომ მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით განხორციელდა.