18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები - ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი, უფლებადამცველი ბექა ბასილაია და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე.
"ჩვენ არაფრის არ გვეშინია, როგორც ჩვენ გამოგვიშვეს, ისე გამოუშვებენ სხვებსაც. ჩვენ ვართ მართლები და ასე გავიმარჯვებთ სულ", - განაცხადა სასამარათლოს სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა გიგა მაქარაშვილმა.
რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, მათი სასამართლო პროცესი დღეს, 20 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.