დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს - დღეს მეფე დაიბადა (ვიდეო)
დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს - დღეს მეფე დაიბადა (ვიდეო)

A+ A-

18:19 19/11/2019

„დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს“, -  ამის მთქმელ კაცზე წერა ძალიან ძნელია.  ირაკლი ჩარკვიანი ხომ  არ იყო მხოლოდ მომღერალი.  პოეტიც იყო, მუსიკოსიც, აქტივისტიცა და ქვეყნის ჯანსაღი მოქალაქეც.

დღეს, საქართველოს უკანასკნელ მეფედ წოდებული,  ირაკლი ჩარკვიანი 58 წლის გახდებოდა.

მეფე 2006 წლის 24 თებერვალს, 45 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

 სამწუხაროა, რომ  რეალობას ვერ შევცვლი  კაცი..   ირაკლის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს ატკინა გული...  მან ხომ  სიცოცხლეშივე  შექმნა თანამედროვე საქართველოს ისტორია და შეცვალა ის უკეთესობისკენ.  სიბნელიდან სინათლისკენ სიმღერით გაარღვია სივრცე...

ირაკლის სიმღერებს მღერის ყველა. ირაკლის სიმღერები საქართველოს ყველა გარდამტეხი საზოგადოებრივი, სამოქალაქო  თუ პოლიტიკური ცვლილებების ჰიმნად იქცა.

ჰოდა, მივყვეთ მეფის მუსიკალურ ნაბიჯებს:

 ჩარკვიანის პირველი სოლო-ჩანაწერი იყო სიმღერა -  “War is Over”.  

მისი პირველი სოლო ალბომი -  “Svan Songs” ჩაიწერა და  გამოიცა 1993 წელს, გერმანიაში.  1997 წელს გამოვიდა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი -  “აფრენ”. 1999 წელს კი დაიწერა „მეფის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა - “საქართველო”.

2004 წელს გამოქვეყნდა ალბომი  - “სავსე”,  რომელიც დაემთხვა ჩარკვიანის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია “ვიცი რომ”, “აქ ხარ” და “ნანასი”. ეს პერიოდი  ჩარკვიანის შემოქმედებითი აქტიურობითაც გამოირჩევა  იგი  მუშაობდა  ახალ-ახალ სიმღერაზე და მათზე  ვიდეო-კლიპებს იღებდა,

ის მეფე იყო, მაგრამ უბრალო ცხოვრებით ცხოვრობდა - ფიქრობდა, წერდა, მღეროდა და გვიბიძგებდა,  ამ  მუდმივად ბრაზისა და მღელვარების გამომწვევი ცვლილებებით სავსე ქვეყანაში გვეფიქრა ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა: იდეის ერთგულება, ადამიანებისადმი  რწმენა და სიყვარული.

„ირაკლის მუსიკა თავისი არსითა და შინაარსით არის ძალიან ქართული, ყველანაირი ურა-პატრიოტიზმის გარეშე: საქართველო არის ირაკლი. ირაკლი არის საქართველო!“ - ასე აფასებენ მას საქართველოში გარდაცვალების შემდეგ.

დღეს  მეფე დაიბადა.