"მაინც დაგაბოქლომებთ!" - ოპოზიციის ახალი სტრატეგია ხელისუფლების წინააღმდეგ
"მაინც დაგაბოქლომებთ!" - ოპოზიციის ახალი სტრატეგია ხელისუფლების წინააღმდეგ

A+ A-

16:55 19/11/2019

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე მომიტინგეების ახალ სამოქმედო გეგმას აანონსებს. აღნიშნული განცხადება ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით – „მაინც დაგაბოქლომებთ“. ვაგრძელებთ ამ კამპანიას, დღეს საღამოს, 19:00 საათზე ახალგაზრდების მხრიდან გაკეთდება განცხადება იმ შეთანხმებისა და სტრატეგიის შესახებ, რომელიც გვაქვს. მივმართავ „ქართულ ოცნებას“ – მაინც დაგაბოქლომებთ“-  განაცხადა ვაშაძემ.