რურუა "მთავარი არხის" აქციონერი გახდა და ივანიშვილმა დაპატიმრების ბრძანება გასცა - სააკაშვილი
რურუა "მთავარი არხის" აქციონერი გახდა და ივანიშვილმა დაპატიმრების ბრძანება გასცა - სააკაშვილი

A+ A-

13:34 19/11/2019

გიორგი რურუა "მთავარი არხის" აქციონერი გახდა და ივანიშვილმა ეგრევე გასცა დაპატიმრების ბრძანება , - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გიორგი (ჟორიკა) რურუას დაკავებას.

როგორც სააკაშვილი წერს, რურუას იარაღი ჩაუდეს.

"გიორგი რურუაზე ივანიშვილმა ეგრევე გასცა დაპატიმრების ბრძანება მას შემდეგ, რაც ის "მთავარი არხის" აქციონერი გახდა. მაშინ ვერაფერი მოიფიქრეს და გუშინ დაიჭირეს იარაღის ჩადებით.
ძალიან მაგარი კაცია გიორგი და საქართველოს დიდი პატრიოტი.

მაინც გავანგრევთ ივანას და მის ბანდას!"- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, "მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა გუშინ დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.