ტერორიზმის საფრთხე ჩვენს მეზობლად უნდა აღმოვფხვრათ - თურქეთი სირიაში სამხედრო მოქმედებებს აახლებს?
ტერორიზმის საფრთხე ჩვენს მეზობლად უნდა აღმოვფხვრათ - თურქეთი სირიაში სამხედრო მოქმედებებს აახლებს?

A+ A-

13:26 19/11/2019

თურქეთმა შესაძლოა, სირიაში ანტიტერორისტული ოპერაცია განაახლოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავოშოღლუმ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, რუსეთი და აშშ მიღწეული შეთანხმების პირობებს არ ასრულებენ.

„თუკი სასურველ შედეგს არ მივაღწევთ, იმას გავაკეთებთ, რაც საჭირო იქნება, როგორც ადრე ვაკეთებდით. სხვა გამოსავალი არაა. უნდა აღმოვფხვრათ ტერორიზმის საფრთხე ჩვენს მეზობლად“, - აღნიშნა ჩავოშოღლუმ.

თურქეთის საგარეო მინისტრის ინფორმაციით, შეთანხმების მიუხედავად, ქურთების სახალხო თავდაცვითი რაზმის ყველა ფორმირებას არ დაუტოვებია საზღვრისპირა რეგიონი.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეწყვეტს სირიაში სამხედრო ოპერაციას, სანამ ქურთების ფორმირებები საბოლოოდ არ დატოვებენ სირიის ჩრდილოეთ რეგიონს.