ვიკრიბებით 19 ნოემბერს, 19:00 საათზე - სიმართლე გითხრათ, ჯერ გეგმა არ გვაქვს
ვიკრიბებით 19 ნოემბერს, 19:00 საათზე - სიმართლე გითხრათ, ჯერ გეგმა არ გვაქვს

A+ A-

22:50 18/11/2019

პარლამენტთან ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა.

მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები 19 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლას აპირებენ, რათა აქციის დაშლისას დაკავებულ აქტივისტებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.

აქციის ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით,   ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია განახლდება, მანამდე კი აქციის მონაწილეები ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად სამოქმედო გეგმას დასახავენ.

"მანამდე პარტიებთან კონსულტაციებს გავივლი და რამეს მოვიფიქრებ. სიმართლე გითხრათ, ჯერ გეგმა არ გვაქვს", - აღნიშნა დიღმელაშვილმა.

ამასთან ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "წინასწარი დაკავების იზოლატორიდან აქციას შემოუერთდა ზურა ჯაფარიძე".

ამ დროისთვის, პარლამენტის წინ ტროტუარზე 7 კარავია გაშლილი.