რუსუდან ფეტვიაშვილის მეუღლე გარდაიცვალა
რუსუდან ფეტვიაშვილის მეუღლე გარდაიცვალა

A+ A-

16:01 18/11/2019

თბილისის თოჯინების თეატრის ყოფილი დირექტორი, თემურ ბერდიაშვილი, ცნობილი მხატვრის რუსუდან ფეტვიაშვილის მეუღლე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია ელენე მაცხონაშილმა გაავრცელა, რომელმაც დაწერა:

„პირველ კურსზე იყო, საბავშვო ეტლით მიმიყვანა მამამ თეატრალურში, იქ გავიცანი, მე არ მახსოვდა, მაგას კი. მერე დავეწიე და მეც გავიზარდე მაგხელა. დავმეგობრდით. ერთად ვიმუშავეთ მერე, ბევრი ვიმუშავეთ და კარგი რაღაცეები ვაკეთეთ, ერთად ვაკეთეთ. უყვარდა თოჯინების თეატრი და თეატრშიც ყველას უყვარდა, მეც მიყვარდა. წავიდა, აღარ არის“.

თემურ ბერდიაშვილის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.