ჯერ მივიდა პარლამენტის უხუცესი წევრი, მერე ეტლში მჯდომი - სად არიან კუნთმაგარი მაჟორიტარები?
ჯერ მივიდა პარლამენტის უხუცესი წევრი, მერე  ეტლში მჯდომი -  სად არიან კუნთმაგარი მაჟორიტარები?

A+ A-

15:48 18/11/2019
სად არიან დაჩი ბერაია და სხვა კუნთმაგარი მაჟორიტარები? ასე რომ უნდა პარლამენტში მუშაობა, რატომ არ მიისწრაფვიან? - ასე ეხმაურება იუსტიციის არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პარლამენტის შესასვლელის პიკეტირებას, სადაც უმრავლესობის დეპუტატებს აქციის მონაწილეების საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.

როგორც დოლიძე აცხადებს, ეს ყოველივე “ქართული ოცნების“ პიარის სტრატეგიაა. ამიტომაც მივიდა დღეს პირველი პარლამენტში რევაზ არველაძე და ახლა ეტლში მჯდომ რატი იონათამიშვილს უშვებენ.
 
"მაგარი" სტრატეგია აქცს ოცნების პიარს: ჯერ მივიდა ყველაზე უხუცესი წევრი, რომ გამოჩნდეს როგორ ლანძღავენ მოხუც კაცს მომიტინგეები. ახლა უშვებენ ეტლში მჯდომ რატი იონათამიშვილს. წარმოიდგინეთ კადრები მომიტინგეები გზას უღობავენ ეტლიან კაცს. ცუდი სანახავია. და სად არიან დაჩი ბერაია და სხვა კუნთმაგარი მაჟორიტარები? ასე რომ უნდა პარლამენტში მუშაობა, რატომ არ მიისწრაფვიან? დადგმული სპექტაკლია ეს ყველაფერი, რადგან ელემენტარულ საკითხებზე ვერ სცემენ პასუხს ხალხს. ამიტომ კრიზისი ფანტასტიური ლუკმაა”,- წერს დოლიძე სოციალურ ქსელში.