ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ... აუხსენით ცხინვალელებს - კალაძე
ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ... აუხსენით ცხინვალელებს - კალაძე

A+ A-

22:58 16/11/2019

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ ყველა სტრუქტურა მუშაობს, რათა ვაჟა ექიმი დროულად გათავისუფლდეს.

„საქმის ერთგულებას, პროფესიონალიზს, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს ერთად თავისუფლება ჰქვია, ოკუპაციის პირობებში-კი გმირობა.

ვაჟა გაფრინდაშვილი-თავისუფალი და გმირი ექიმი!

ვაჟა ექიმი-წლებია ვიყავი მისი მადლიერი, ამიერიდან ვიქნები ორმაგად აღფრთოვანებული მისით.

დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში. ექიმი არ ექვემდებარება ფიქტიურ კანონებს, ექიმი საზღვრების გარეშეა ყველგან, მითუმეტეს აქ-საკუთარ მიწა-წყალზე!

პ.ს.მუშაობს ყველა სტრუქტურა,რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში“ - წერს კალაძე.