რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები გააჟღერეს
რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები გააჟღერეს

A+ A-

22:25 16/11/2019

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიან.

აქციის მონაწილეების მთავრი მოთხოვნებია:

შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და შეიცვალოს დღეს მოქმედი ცესკო-ს შემადგენლობა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ცნობისთვის, პარლამენტთან საპროტესტო აქცია საარჩევნო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის გამო დაიწყო.