ოსების მხარეს წერა-კითხვის მცოდნე არსებობს ვინმე? თუ ერთ დროს ცივილიზებული ხალხი ველურ ტომად აქციეს რუსებმა? - ნათია ფანჯიკიძე
ოსების მხარეს წერა-კითხვის მცოდნე არსებობს ვინმე? თუ ერთ დროს ცივილიზებული ხალხი ველურ ტომად აქციეს რუსებმა? - ნათია ფანჯიკიძე

A+ A-

13:03 16/11/2019

ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე, ოსურ მხარეს, ექიმის გათავისუფლებას ურჩევს, რადგან ისინი სწორედ ქართველი ექიმების იმედად არიან.

“ოსების მხარეს ან წერა-კითხვის მცოდნე, ან ექიმი, ან ხმის ამოღება რომ შეუძლია ისეთი, არსებობს ვინმე? თუ ერთ დროს ცივილიზებული ხალხი ველურ ტომად აქციეს რუსებმა? ექიმი თუ არა, როდესღაც რომ ექიმობაზე ოცნებობდა, წამლად ერთი კაცი, ქალი მაინც არ გაგაჩნიათ მაქეთ, მავთულს იქით, თქვენს რიგებში? ყველა თქვენგანი ქართველი ექიმის გათავისუფლებას მანდვე უნდა ითხოვდეთ. ეს ექიმები თქვენთვისაც მნიშვნელოვანი ხალხია, ვისი იმედიც გაქვთ გასაჭირში. კანიბალებიც არ იქცევიან ასე“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.