კიდევ ერთხელ მინდა ვნახო შეშინებული ვირთხის, ბიძინეს სახე - ცოტნე გამსახურდია
კიდევ ერთხელ მინდა ვნახო შეშინებული ვირთხის, ბიძინეს სახე - ცოტნე გამსახურდია

A+ A-

12:26 16/11/2019

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია, სოციალური ქსელით ხალხს 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლას მოუწოდებს.

ცოტნე გამსახურდიას თქმით, სწორედ 17 ნოემბერს ნახავს, შეშინებულ ბიძინა ივანიშვილს.

“17 ნოემბერს აუცილებლად უნდა მივიდეთ აქციაზე, ვისაც ამ ერთპარტიული მარაზმის, დანგრეული ეკონომიკის, ოკუპანტების ქვეშ ამოდებული ქვეყნის შეცვლა გვინდა. მინდა კიდევ ერთხელ ვნახო შეშინებული ვირთხის სახე, ბიძინეს რომ ჰქონდა შარშან, მეორე ტურის წინ. სსვათა შორის, ის ერთი წელიც გავიდა, მაშინ რომ თვალცრემლიანი შეგვპირდა ყველაფრის გამოსწორებას“, - წერს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 17 ნოემბერს ფართო მასშტაბიანი აქცია დაანონსა. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.