სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლებ ერისკაც ბიძინა ივანიშვილისთვის - ლუკა კურტანიძე
სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლებ ერისკაც ბიძინა ივანიშვილისთვის - ლუკა კურტანიძე

A+ A-

12:07 16/11/2019

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლებს ემუქრება.

კურტანიძის განცხადებით, სამშობლოს მოღალატეებს გასრესს და ზედ მიხეილ სააკაშვილსაც მიაყოლებს.

“მთელ ერს მინდა მივმართო ძალიან გულწრფელად და ერთხელ და სამუდამოდ დავასამაროთ ის პოლიტ ნაგავი პოლიტიკანები, რომლებიც ქვეყანაში თანამდებობის და ძალაუფლების გამო მზად არიან ქვა ქვაზე არ დატოვონ, გაურიგდნენ ნაც მკვლელებს ღირსების ამყრელებს, მოძალადეებს, საკუთრების რეკეტ მძარცველებს და ყველაფერის ფასად ხელისუფლებაში მოვიდნენ. შემდეგ კი, გააუპატიურონ და ძარცვონ მთელი საქართველო. აი, ამ პარაზიტებისთვის ნამდვილად მენანება სამშობლო. აი, ახლა კარგად მომისმინეთ რაფინირებულებო, ზეთით დავარცხნილებო და გარეწრებო, ძელზე გაგაკრავთ კი არა, ყველა მოღალატეს ვინც სამშობლოს უმადურობითა და შუღლით ავსებთ სადაც წაგასწრებთ იქ გაგსრისავთ. თქვენს მიშა სააკაშვილს კი, ზედ გადაგარტყამთ - ეს კარგად დაიმახსოვრეთ მოღალატე პოლიტიკანებო, გუშინ ფორუმელო რესპ ნაძირლებო და ვითომ “ქართულ ოცნებას“ ამოფარებულო გველებო. ვეუბნებოდი დალოცვილ ერისკაცს, ესენი პირველნი გიღალატებენ და ძალაუფლებისთვის ყველაფერს იკადრებენმეთქი, მაგრამ... აი, ფაქტი. კარგი ნასწავლნი, გააჩნია ამ სწავლულობას რაში მიმართავენ ზეთით დავარცხნილები სულ გამოცლილნი და სამშობლო დაკარგულები ყოველთვის ღალატობდნენ ყველაზე დიდი მადლს ერთგულებას. სადაც თვით განწირვა არ არის ღმერთის სამშობლოს ერის წინაშე იქ საქართველო არ არის! მე მიყვარს საქართველო ჩემი სამშობლო და მისთვის მზად ვარ ნებისმიერ დროს ვადიდო ღმერთი და სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლო იმ იდეისთვის რაც ერის კაცმა ბიძინა ივანიშვილმა სთქვა ყოველი თავისი სიკეთით, ყოველდღიური საქმით სამშობლოსთვის. მე მჯერა ,“ქართული ოცნების“ ასრულების! ეს დრო მალე დადგება უბრალოდ საჭიროა სუფთა წარსულის, სამშობლოს ერთგული ადამიანების გაერთიანება“, - წერს ლუკა კურტანიძე.