პაატა კვიჟინაძე უმრავლესობას არ ტოვებს
პაატა კვიჟინაძე უმრავლესობას არ ტოვებს

A+ A-

11:34 16/11/2019

საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება.

ამის შესახებ დეპუტატმა საქართველოს „პირველ არხს“ განუცხადა.

„ვარ მაჟორიტარი, თუმცა მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციურ მოდელს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიულ განვითარებას. მიუხედავად ამისა, მე ვრჩები უმრავლესობაში“,- განაცხადა დეპუტატმა.