“ივანიშვილის სპექტაკლი“ - “ოცნებაში” რიგგარეშე არჩევნებზე მუშაობენ
“ივანიშვილის სპექტაკლი“ - “ოცნებაში” რიგგარეშე არჩევნებზე მუშაობენ

A+ A-

10:36 15/11/2019

 “2020NEWS”-ს “ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული წყაროები უყვებიან, რომ მმართველი პარტია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე მუშაობს, რაც "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს გაუხანგრძლივებს.

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ ისიც ფლობს ინფორმაციას მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გეგმების შეასხებ. როგორც ხუხაშვილი გვეუბნება, მისი ინფორმაციით, “ქართული ოცნება“  რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხს აქტიურად განიხილავს.

ამასთან, ექსპერტის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ დეპუტატთა ამბოხი დადგმული სპექტაკლია.

“ ვიცი, რომ რიგგარეშე არჩვნების ჩატრებაზე “ქართულ ოცნებში“ აქტიურად მუშაობენ, რაც მორიგი სისულელე იქნება.

ის, რაც პარლამენტში ხდება, არის სპექტაკლი. იმ დეპუტატებს, რომლებსაც ამდენი წლის განმავლობაში პარლამენტში ხმა არ ამოუღიათ, ახლა თავისუფლების ბუშტი გაუსკდათ და სახელმწიფოზე დადარდიანებულები ბიძინა ივანიშვილს ძალიან მწვავედ ეკამათებიან. მაგალითად, ირაკლი ბერაია, რომელიც პარლამენტში არავის დაუნახავს და ხმა არ ამოუღია, რატომ უნდა მჯეროდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს პრინციპულად უპირისპირდება?! ეს არის ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ მორიგი სპექტაკლი“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო, რომელიც 2020 წლიდან მთლიანად პროპოციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა, “ქართული ოცნება“ თამარ ჩუგოშვილმა, ზაზა ხუციშვილმა, ირინა ფრუიძემ,  გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფო ქაცარავამ და მარიამ ჯაშმა დატოვა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე