აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს
აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს

A+ A-

10:06 15/11/2019

 „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ფარგლებში ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალზე დიმიტრი ცინცაძეს ფილმისთვის „შინდისი“ საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს.

კინოფესტივალზე ძირითადად ის ფილმებია წარმოდგენილი, რომლებიც „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაციებისთვის იბრძვიან.

ცნობისთვის, „შინდისი“, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი, ლოს ანჯელესში „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიაშია ჩართული.