დაგვწყდა გული, რომ წარვადგინეთ კონკრეტული ინიციატივა, რომელიც ვერ გავიდა - კობახიძე
დაგვწყდა გული, რომ წარვადგინეთ კონკრეტული ინიციატივა, რომელიც ვერ გავიდა - კობახიძე

A+ A-

00:48 15/11/2019

“ამერიკის საელჩოს და ჩვენი გამოხმაურება იყო აბსოლუტურად იდენტური”, – ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა „ტვ პირველის“ ეთერში ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუში.

“ჩვენ დაგვწყდა გული იმის გამო, რომ წარვადგინეთ კონკრეტული ინიციატივა, რომელიც ვერ გავიდა”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.  საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.