სამწუხარო იქნება, თუ კიდევ რამდენიმე ადამიანი გამოგვაკლდება - მამუკა მდინარაძე
სამწუხარო იქნება, თუ კიდევ რამდენიმე ადამიანი გამოგვაკლდება - მამუკა მდინარაძე

A+ A-

00:00 15/11/2019

ძალიან სამწუხარო იქნება, თუ კიდევ რამდენიმე ადამიანი გამოგვაკლდება , -ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მედიას განუცხადა.

მან ისაუბრა ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" მიერ 15 ნოემბერს დაანონსებულ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება.

"მინდა მათ უდიდესი პატივისცემა დავუდასტურო. საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის არანაირი საფრთხე არ ემუქრება. როდესაც გუნდს ემოციურ ფონზე ტოვებენ ჩვენი თანაგუნდელები, ეს არის ძალიან სამწუხარო",-განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის განცხადებით, მათ, ვისაც პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ მოსწონს, უმრავლესობა რომ დატოვოს იქნება ის, რაზეც "ნაციონალური მოძრაობა და მტრულად განწყობილი პოლიტიკური ძალები ოცნებობენ".

"ჩვენ კონსულტაციები გვქონდა ჩვენს მეგობრებთან, თანაგუნდელებთან, რომლებმაც სამწუხაროა, რომ განცხადებები გააკეთეს უმრავლესობის დატოვების შესახებ. ისინი გუნდისთვის ღირებული იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე იყვნენ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ ჩვენი გუნდის და ქვეყნისთვის. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს იყო ნაჩქარევი, ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება. ვისაც არ მოგვწონს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ყველამ რომ დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები, ეს უმრავლესობის ჩამოშლას და ქვეყანაში კარგ პროცესებს არ გამოიწვევს" , -განაცხადა მდინარაძემ.