საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს - სერგეი გავრილოვი
საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს - სერგეი გავრილოვი

A+ A-

00:34 15/11/2019

საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების წინაშე თბილისში მიმდინარე წლის ზაფხულში ასამბლეის ჩაშლის გამო და წარმოადგინოს ანგარიში იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც ინციდენტს მოჰყვა“, -  ეს განცხადება ათენში, ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა სამდივნოს სხდომაზე გააკეთა. 

ასამბლეის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსული მხრის რეაქცია იყო თანამედროვე და ახლა ელოდება საერთაშორისო საზოგადოებას, რადგან საქმე ეხება ორგანიზაციის პატივისცემას. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის კომისიის მომხსენებლების სხდომა ათენში 14-15 ნოემბერს იმართება. 

ასამბლეა 1993 წელს შეიქმნა და მასში 25 ქვეყანა მონაწილეობს. 

20 ივნისს, საღამოს, პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში გამოჩენას მოჰყვა, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა.