ქათამს რომ თავს წააჭრი და ფართხალობს, ისეა ახლა ეს ხელისუფლება - გოგი წულაია
ქათამს რომ თავს წააჭრი და ფართხალობს, ისეა ახლა ეს ხელისუფლება - გოგი წულაია

A+ A-

00:20 15/11/2019

პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” თანათავჯდომარემ გოგი წულაია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქიაზე იმყოფება.

მისი თქმით, პროტესტი იქნება მასშტაბური და იქნება მანამ, სანამ სრულ გამარჯვებას არ მიაღწევს ქართველი ხალხი.

"მე ვთვლი, რომ ეს პროტესტი იქნება მასშტაბური და იქნება სრულ გამარჯვებამდე, ეს ხელისუფლება გადადგება და ერთხელდა საუდამოდ ამ ქვეყანაში ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, მე ვთვლი, რომ დღეს ამ წუთას ჩვენი მთავრობა არის ქათამს რომ თავს წააჭრი და ფართხალობს სიკვდილამდე და სისხლს ღვრის, ამ მდგომარეობაშია ეს ხელისუფლება. ეს თავი თვითონ წაიჭრა, ჩვენი ამოცანაა ნაკლებად დავისვაროთ ამ სისხლში და მშვიდობიანად ხალხის ერთიანობით მივაღწიოთ გამარჯვებას" - აცხადებს გოგი წულაია.