"ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა,რომ არაფრად აგდებს მოსახლეობას - მამუკა ხაზარაძე
"ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა,რომ არაფრად აგდებს მოსახლეობას - მამუკა ხაზარაძე

A+ A-

17:45 14/11/2019

საქართველოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი არაფრად აგდებს საქართველოს მოსახლეობას, არღვევს მათ წინაშე დადებულ პირობას და უარს ამბობს პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვაზე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნასთან დაკავშირებით. 

„ლელოს“ ლიდერი ამბობს, რომ ახალგაზრდების ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება ყველამ ერთად უნდა დაიცვას.

„დღეს სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვისა და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი. სწორედ აქ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ერთია და ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ახალგაზრდების ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას. მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად, დავდგეთ იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტია. ჩვენ ვდგავართ ახალგაზრდებთან ერთად. „ლელო“ დგას ხალხთან ერთად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.