დავიბრუნოთ ქვეყანა! გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ -საპროტესტო აქცია ზუგდიდში
დავიბრუნოთ ქვეყანა! გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ -საპროტესტო აქცია ზუგდიდში

A+ A-

17:42 14/11/2019

"დავიბრუნოთ ქვეყანა! გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ" - ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია ზუგდიდში, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გაიმართება. შეკრება დაგეგმეს სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მას "პოლიტიკურ თამაშს" უწოდებენ.

აქციას ზუგდიდში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერებიც შეუერთდებიან. მერაბ ქვარაია 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, თუმცა მან დღეს კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.