პროპორციულზე მსჯელობის დროს პარტიაში ფიზიკური დაპირისპირებაც იყო - კახა კალაძე
პროპორციულზე  მსჯელობის დროს პარტიაში ფიზიკური დაპირისპირებაც იყო - კახა კალაძე

A+ A-

17:09 14/11/2019
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველ პარტიაში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცხარე დებატები იყო. კალაძის თქმით, იყო დაპირისპირებები და მათ შორის -ფიზიკური დაპირისპირებაც. თუმცა, დედაქალაქის მერი არ აკონკრეტებს, ფიზიკური დაპირისპირება ვის შორის მოხდა. "მოხდა ის, რაც მოხდა. ორი დღის განმავლობაში და უფრო მეტიც, ვსაურბობდით, რომ იყო ადამიანების დეპუტატების ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ ცვლილებას, საკმაოდ დაძაბული, ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა და მე ახლა არ დავასახელებ იმ ადამიანების სახელსა და გვარს, ვინც ერთმანეთს დაუპირისპირდა, თუმცა საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი", - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა ვერ შეძლო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.