მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

A+ A-

16:56 14/11/2019

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა დატოვა. ამის შესახებ განცხადება თავად ჯაშმა გააკეთა და კულუარებში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.  მისი თქმით  უმრავლესობის დატოვებასთან ერთად მან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მარიამ ჯაშმა განაცხადა, იგი საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატად დარჩება. 

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს შემდეგმა დეპუტატებმა: სოფიო ქაცარავამ, თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და ირინე ფრუიძემ. შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა ვერ შეძლო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა