ომი უნდა - თინა ხიდაშელი თვლის, ივანიშვილი რეტროგრადი ადამიანების იმედად დარჩა
ომი უნდა - თინა ხიდაშელი თვლის, ივანიშვილი რეტროგრადი ადამიანების იმედად დარჩა

A+ A-

16:48 14/11/2019

როდესაც მმართველი მორალსა და ზნეობას მიღმაა, იქ არჩევნებით არ მიდიან, აუცილებლად ომი იქნება, თოფებით ომი არ მიგულისხმია, თუმცა ის არც ამაზე დაიხევს უკან, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი „ფეისბუქზე" წერს.

- ომი უნდა!
- არჩევნების ეშინია!
- აღარავინ ეიმედება და აღარავის ენდობა!
- აბსოლუტურად შავბნელი, რეტროგრადი ადამიანების ამარა დარჩა!
- ასეთ დროს ძალიან საშიშია ხელისუფალი, ყველაფერზე წამსვლელი!
- ვამბობ კაი ხანია ყველაფერი რასაც უყურებთ მხოლოდ ჟურნალია და კინო წინ გვაქვსთქო და ჰა ბურთი, ჰა მოედანი.
როდესაც მმართველი მორალსა და ზნეობას მიღმაა იქ არჩევნებით არ მიდიან, აუცილებლად ომი იქნება!
PS თოფებით ომი არ მიგულისხმია. თუმცა ის არც ამაზე დაიხევს უკან! - წერს თინა ხიდაშელი.