ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა, ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს - სააკაშვილი
ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა, ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს - სააკაშვილი

A+ A-

13:52 14/11/2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს. სააკაშვილის თქმით, „როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა“.

„ერთი რამე ვიცი, მოდის მალე გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს. ასე რომ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა“,- განაცხადა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო.