ამერიკაში აღმოაჩინეს ძაღლი, რომელსაც თავზე მეორე კუდიც აქვს
ამერიკაში აღმოაჩინეს ძაღლი, რომელსაც თავზე მეორე კუდიც აქვს

A+ A-

11:36 14/11/2019

აშშ-ში, მისურის შტატის ცხოველთა ერთ-ერთ თავშესაფარში აღმოაჩინეს ლეკვი, რომელსაც თავზე მეორე კუდი აქვს. ლეკვს ნარვალი დაარქვეს.

თავშესაფრის თანამშრომლების თქმით, მას ძალიან უყვარს თამაში, ზედმეტი კუდი კი ცხოველს ხელს არ უშლის და ტკივილს არ აყენებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.