ტოჩინოშინიმ ნეკნი გაიტეხა და ნოემბრის ბაშოს ნაადრევად გამოეთიშა
ტოჩინოშინიმ  ნეკნი გაიტეხა და ნოემბრის ბაშოს ნაადრევად გამოეთიშა

A+ A-

11:26 14/11/2019

ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ნეკნი გაუტყდა. მან ნოემბრის ბაშოზე ორი საწყისი წაგების შემდეგ სიტუაცია გამოასწორა და მეოთხე დღის შემდეგ მოგება-წაგებათა ბალანსი 2/2-ზე ჰქონდა. ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება ტაკარაფუჯისთან მოიპოვა. ბრძოლის დასრულების მერე გორგოძემ ხელი ნეკნზე დაიდო. სამედიცინო შემოწმების შემდეგ ნეკნი გატეხილი აღმოჩნდა. ახლა კი ტოჩინოშინი, დიდი ალბათობით, სეკივაკეს წოდებასაც დაკარგავს და მომდევნო ბაშოს რიგითი მაეგაშირას რანგში ჩაატარებს.