„ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი ავტოავარიაში დაიღუპა
„ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი ავტოავარიაში დაიღუპა

A+ A-

11:15 14/11/2019

დადიანის გამზირზე, ავტოავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი საინფორმაციო სააგენტოს „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელია. შორენა ყასუმაშვილი სააგენტოში სტილისტ-კორექტორის პოზიციაზე მუშაობდა. ავარიის შედეგად დაიღუპა მისი მეუღლეც. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. “2020NEWS” მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახს.