სილას თუ გაგვაწნავს ბიძინა ივანიშვილი, მწარედ შევუბრუნებთ ხელს - ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას ემუქრება
სილას თუ გაგვაწნავს ბიძინა ივანიშვილი, მწარედ შევუბრუნებთ ხელს - ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას ემუქრება

A+ A-

18:24 13/11/2019

სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება გაბედავს და ჩააგდებს პროპორციულ სისტემას, რევოლუციას მიიღებს.

„არ გაბედოს ხელისუფლებამ, პროპორციული სისტემის ჩაგდება. იმიტომ, რომ მიიღებენ უბრალოდ რევოლუციას და ხალხის აჯანყებას. ეს ქვეყანა არ არის სათამაშო და უკვე მოთმინების ყველანაირი ფიალა ამოიწურა. რა თქმა უნდა არანაირი დიდი წარმოდგენა არ მაქვს დიმიტრი ხუნდაძეზე ან ლურსმანაშვილზე, რომელიც ახლა ოთხი წლის თავზე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე დეპუტატი ყოფილა. ვერ გაბედავდნენ ისინი ნიშნის მოგებითა და პოზით საუბარს, არიქა და პროპორციული სისტემა დაანგრევს ქვეყანას და ცუდი იქნება. რა თქმა უნდა ისინი ლაპარაკობენ ივანიშვილს სათქმელს და ბიძინამ უბრალოდ დაზვერა ჩვენი მოთმინება. სილას თუ გაგვაწნავს ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტი პროპორციული სისტემას არ მიიღებს, ძალიან მწარედ შევუბრუნებთ ხელს - აცხადებს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენება ისევ გადაიდო. კანონპროექტს მმართველი გუნდის მაჟორიტარი წევრები ეწინააღმდეგებიან. მათ შორის არიან კანონპროექტის ავტორები დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი.