საკითხის ჩავარდნის ალბათობა დიდია - ირაკლი კობახიძე კენჭისყრის პროცედურის გადადების შესახებ
საკითხის ჩავარდნის ალბათობა დიდია - ირაკლი კობახიძე კენჭისყრის პროცედურის გადადების შესახებ

A+ A-

17:12 13/11/2019

„დაახლოებით 30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი, დიდია იმის ალბათობა, ჩავარდეს საკითხი” –  განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის  პროცედურის გადადების თაობაზე.

კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებდა.

“დღეს დავინახეთ რისკი და მიზეზი ეს იყო. რა თქმა უნდა, რისკის ქვეშ დაყენება ამ გადაწყვეტილების არ იქნებოდა სწორი და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო უმრავლესობის ლიდერმა. ჩვენ გვექნება საშუალება შეკრების და განხილვის 10 ზე შევიკრიბეთ და 11-მდე უნდა დაგვესრუკებინა გასაგები მიზეზის გამო. იმედი გვაქვს დღეს საღამოს ან ხვალ დილით უფრო ადრე შევიკრიბებით და მეტი დრო გვექნება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები ამ გადაწყვეტილების სისწორეში,” – ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, ორი დღეა, საქართველოს პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს განიხილავს.   უმრავლესობის მაჟორიტარი წევრების ნაწილი ამ კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება. მათ შორის არიან კანონპროექტის ავტორები დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი.