ბათუმის “დინამოს“ ახალი სპონსორი ჰყავს
ბათუმის “დინამოს“ ახალი სპონსორი ჰყავს

A+ A-

11:54 13/11/2019

ბათუმის „დინამოს“ უახლოეს პერიოდში 1,5 მილიონი ლარით დაეხმარებიან. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. “ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი "ანგისას" სპორტულ ბაზაზე გაფორმდა. მას ხელი ბათუმის „დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ და სამშენებლო კომპანია „ეიჩ გრუპ ქონსთრაქშენის“ დირექტორმა მაგამედ ჩაბიევმა მოაწერეს. „ბათუმის „დინამოსა“ და სამშენებლო კომპანია „ეიჩ გრუპ ქონსტრაქშენს“ შორის თანამაშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია უახლოეს მომავალში 1,5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმებაა“– ნათქვამია ბათუმის “დინამოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.