ბერა მეუღლეს ქორწინების წლისთავს ბრაზილიიდან ულოცავს
ბერა მეუღლეს ქორწინების წლისთავს ბრაზილიიდან ულოცავს

A+ A-

19:06 12/11/2019

ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ქორწინებიდან ერთი წელი გავიდა. ბერა ახლა ბრაზილიაში იმყოფება და ამაზონის ტყის აღდგენის სამუშაოებშია ჩართული. მნიშვნელოვან თარიღს ბერა მეუღლეს ნანუკა გუდავაძეს ინსტაგრამით ულოცავს.

„ქორწინების პირველ წლისთავს გილოცავ, ჩემო სიყვარულო! ყოველ დღე სულ უფრო ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ანგელოზი მყავს. ძალიან ძნელია, ამ მნიშვნელოვან დღეს ერთმანეთისგან შორს რომ ვართ, თუმცა ჩემი ცოლი დაჟინებით მარწმუნებდა, რომ ჩემი ბრაზილიაში ყოფნა ახლა ძალიან საჭიროა. მას ყოველთვის სჯერა ჩემი ოცნებების და თავად არის ყველაზე ლამაზი ოცნება, რომელიც ამისრულდა,“ - წერს ბერა.

ცნობისთვის, ბერა და ნანუკა გუდავაძე მალე ბიჭის მშობლები გახდებიან.