რასაც ცხოვრევაში ვაკეთებ, ყველაფერი შენთვისაა - ნინი გოგიჩაიშვილმა საკუთარი ცეკვა მამის ხსოვნას მიუძღვნა
რასაც ცხოვრევაში ვაკეთებ, ყველაფერი შენთვისაა - ნინი გოგიჩაიშვილმა საკუთარი ცეკვა მამის ხსოვნას მიუძღვნა

A+ A-

14:45 12/11/2019

“ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, „მის საქართველო“ ნინი გოგიჩაიშვილი, საკუთარ ცეკვავს მამის ხსოვნას უძღვნის.

“მა, რასაც ცხოვრევაში ვაკეთებ, ყველაფერი შენთვისაა “, - ამის შესახებ ნინიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

“უღრმესი მადლობა ამდენი თბილი მესიჯისთვის და მხარდაჭერისთვის. თქვენი აზრი ნამდვილად მნიშვნელოვანია და დიდი მოტივაციაა უფრო მეტი შედეგის მისაღწევად. მართლაც უდიდესი სიამოვნებაა ცეკვა და ნამდვილად დიდ დროს ენერგიას და შრომას მოითხოვს. ძალიან მიხარია, რომ არ უმაგრესი გუნდის ნაწილი ვარ. დიდი გამოწვევაა ჩემთვის, ვფიქრობ აღნიშვნაც არ უნდა. თუმცა, მაინც ვიტყვი, მა, რასაც ცხოვრევაში ვაკეთებ ყველაფერი შენთვისაა. ყველგან ხარ და დიდი მადლობა, რომ მეხმარები. მიყვარხარ, იმაზე უფრო ვიდრე გული დაიტევს. მადლობა ნანუკა დედამიწის ყველა კუთხიდან მაინც, რომ ახერხებ და მხარს მიჭერ ყველგან და ყოველთვის. მადლობა, ჩემს არაჩვეულებრივ პარტნიორს თავდაუზოგავი შრომისთვის“, - წერს ნინი გოგიჩაიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია “იმედზე“ “ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცხრე სეზონი დაიწყო, სადაც მოდელი ნინი გოგიჩაიშვილიც იღებს მონაწილეობას. „მის საქართველოს“ პარტნიორი მოცეკვავე ირაკლი ძაძამიაა.