მიმდინარე კიუშიუ ბაშოზე ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
მიმდინარე კიუშიუ ბაშოზე  ტოჩინოშინმა  პირველი გამარჯვება მოიპოვა

A+ A-

13:59 12/11/2019

მიმდინარე კიუშიუ ბაშოზე ტოჩინოშინმა მესამე ბრძოლა გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა . ლევან გორგაძემ ენდოს დამარცხება ჰატაკიკომით შეძლო. მეოთხე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც, ქართველის მსგავსად, მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს მოგებული. შეგახსენებთ, რომ ქართველმა სუმოისტმა ოძეკის ტიტული დაკარგა და სეკივაკეს წოდებით ასპარეზობს.