ვერ ისვენებს პატარა, ცრუ თამთა თოდაძე, ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მიუმართავს - მარიამ კუბლაშვილი
ვერ ისვენებს პატარა, ცრუ თამთა თოდაძე, ჩემს წინააღმდეგ  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მიუმართავს - მარიამ კუბლაშვილი

A+ A-

11:31 12/11/2019

დაზარალებული თამთა თოდაძე, სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში უჩივის.

ამის შესახებ ინფორმაციას, კუბლაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“გაწვრთნილ, ჩივილსა თუ სხვადასხვა მახინაციებში გამოცდილ ე.წ. მსხვერპლს თამთა თოდაძეს, ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მიუმართავს. როგორ თუ “მთავარი არხის" სატელევიზიო გადაცემაში, “ღამის მთავარი ნიკა გვარამიასთან ერთად" ჩემი მონაცემები გააჟღერაო. ნიკას ვერ გაუბედა ჩივილი, სჭირდება. არადა სწორედ, ნიკასგან ამავე გადაცემის მეშვეობით გავიგე სხვა სისხლის სამართლის საქმის შესახებ, სადაც უსაფუძვლოდ, ანალოგიურად დააბრალა კაცს ძალადობა. რამდენი რამ არ ვთქვი სწორედ იმ გადაცემაში და გავჩუმდი, რამდენი მაქვს სალაპარაკო. როგორ ვერ ისვენებს პატარა ცრუ თამთა, როგორ მარტივად გავშიფრე პირველივე დღიდან დედა - შვილის გამოცდილება და იაფი სცენარი,  ეს ჯერ დასაწყისია“, - წერს მარიამ კუბლაშვილი.

ცნობისთვის, საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამას გარდა, მას აეკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.