სკანდალი: სასულიერო პირებმა მამათმავლობის შესამოწმებელი ექსპერტიზა ჩაიტარეს (დოკუმენტი)
სკანდალი: სასულიერო პირებმა მამათმავლობის შესამოწმებელი ექსპერტიზა ჩაიტარეს (დოკუმენტი)

A+ A-

17:25 11/11/2019

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი “2020NEWS“ -ს აწვდის დოკუმენტს, რომელშიც დასტურდება, რომ საქართველოს ეკლესიის რამდენიმე სასულიერო იერარქმა და მათ შორის, მანგლისისა და თეთრიწყაროს მოქმედმა მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე)  1983 წელს წმინდა სინოდს პროქტოლოგის დასკვნა წარუდგინა, რომელშიც დასტურდება, რომ მეუფე ანანიას პასიური ჰომოსექსუალობა არ აღენიშნება. თუმცა როგორც ტიგინაშვილი აცხადებს, აღნიშნული ფაქტი არ გამორიცხავს იმას, რომ ანანია ჯაფარიძე აქტიური ჰომოსექსუალია.

“ეს არის 1983 წლის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ეკლესიის რამდენიმე სასულიერო იერარქმა და მათ შორის, ამჟამინდელმა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) გაიარა სამედიცინო (პროქტოლოგიური) ექსპერტიზა უკანა ტანის არეში, ვინაიდან მას ბრალი ედებოდა მამათმავლობაში. დოკუმენტში მოხსენიებულ ინიციალებში თ. ჯ. იგულისხმება თენგიზ ჯაფარიძე (მიტროპოლიტ ანანიას საერო სახელი და გვარი).

მართალია, ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ "უკანა ტანის არეში გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირისთვის /მამათმავლობისთვის/ დამახასიათებელი რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდათ", თუმცა საინტერესოა არა ათეისტური ხელისუფლების ოფიციალური ორგანოს მიერ ოფიციალურ დოკუმენტში გაკეთებული ჩანაწერი, არამედ თავად დოკუმენტით დადასტურებული ფაქტი, რომ მიტროპოლიტ ანანიას შეუმოწმდა უკანა ტანი და დღესაც უკანალშემოწმებული მიტროპოლიტი ანანია საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრია. ამასთან, თავად ის ფაქტი, რომ იგი არაა პასიური ჰომოსექსუალი, სულაც არ გამორიცხავს მის აქტიურ ჰომოსექსუალობას!

საგულისხმოა, რომ მან ხელი მოაწერა კიდევაც მიტროპოლიტ პეტრესთვის (ცაავა) მღვდელმოქმედების აკრძალვას. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, თუ რა ათწლეულობით ჩამოყალიბებულ ცოდვისმიერ, ყოვლადგარყვნილ სისტემას დაუპირისპირდა მიტროპოლიტი პეტრე. ამ ეტაპზე, სასულიერო იერარქთაგან  მხოლოდ მეუფე პეტრე ამხელს ამ სულისშემძვრელ უზნეობას ჩვენს ეკლესიაში. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ეკლესიის წევრი ქრისტიანი, სასულიერო პირი თუ ერისკაცი, რომელიც არ ებრძვის და არ ამხელს ამ საშინელ უზნეობას, ნებსით თუ უნებლიეთ, ეკლესიის მტერია.

აქვე დავსძენთ, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს წმიდა სინოდს რომ ბოლომდე მოესმინა მეუფე პეტრესთვის, არ გახდებოდა საჭირო ამ დოკუმენტაციის საჯაროდ გამოტანა, თუმცა, სხვა გზა აღარ დარჩა, რათა საზოგადოებამ გაიგოს რეალობა.

მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) არის ისტორიის დოქტორი, პროფესორი და იკვლევს საქართველოს ეკლესიის ისტორიას, რომლის შესახებ გამოცემული აქვს ნაშრომები. მისი გამოკვლეული და გამოქვეყნებული საქართველოს ეკლესიის ისტორია რამდენად ობიექტური და ჭეშმარიტი იქნება, რთული გამოსაცნობი არაა“,- განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.

დოკუმენტი, რომელიც სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას ადასტურებს:

რატომ დადგა ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა?

იმ პერიოდისთვის პოლიტბიურომ და ცეკამ  ეპისკოპოსებს მოსთხოვა, რომ საკუთარი ხელით დაედოთ კომპრომატები, რათა მათ მღვდელმთავრული საქმიანობა კვლავ გაეგრძელებინათ. ზოგიერთმა მღვდელმთავარმა, მაგალითად, ვახტანგ ახვლედიანმა, ქრისტეფორე წამალაიძემ და სხვებმა, ბევრად უფრო მსუბუქი საბრალდებო გარემოება არჩიეს. მათ ცოლები შეირთეს, რათა გაექარწყლებინათ ყოველგვარი სოდომური ცოდვის ეჭვი და მეორეს მხრივ, მიეცათ შედარებით უფრო მსუბუქი კომპრომატი იმ პერიოდის რეჟიმისათვის.

ჰეტეროსექსული მეუფეების ნაწილმა კი იმის გასაქარწყლებლად, რომ არ ჰქონდათ ამგავრი ცოდვიანი მდგომარეობა, ადგნენ და პროქტოლოგის დასკვნები მიიტანეს, რაც სასაცილოა, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება, ადამიანი არ იყოს პასიური ჰომოსექსუალი და იყოს აქტიური ჰომოსექსუალი“, - განაცხადა ტიგინაშვილმა.

თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის თქმით, მიტროპოლიტი ანანია ჰომოსექსულურ ურთიერთობაში არაერთხელ არის შემჩნეული.

“საყოველთაოდ ცნობილია, რომ ანანია ჯაფარიძე იყო ერთ-ერთი მთავარი ფლაგმანი საქართველოს ეკლესიაში ჰომოსექსუალური ლობისა, რომელმაც შემდგომში სამეცნირო კარიერა გაიკეთა და მოგვევლინა პროფესორის რანგში, ვითომდა საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარად. თუკი დღევანდელ სამღვდელოებაში ეჭვის დონეზე მიიჩნევა, რომ ვინმე არის ჰომოსექსუალი, პრაქტიკულად, ყველა თავს იყრის მეუფე ანანიას გარშემო. იგი არაერთხელ არის შემჩნეული ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში. მათ შორის, დღევანდელი სასულიერო პირი მას ადანაშაულებს იმაში, რომ ის არის აქტიური ჰომოსექსუალი“, - განაცახდა გიორგი ტიგინაშვილმა.

ყოფილი მიტროპოლიტი შიო (ალავერდელი), დაახლოებით, 23 წლის წინ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) მამათმავლობაში ადანაშაულებდა. “2020NEWS“ მეუფის ბიოგრაფიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მიტროპოლიტ შიოს მამხილებელ წერილს“ მიაგნო, რომელშიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს ბრალს მეუფე ანანიას მფარველობაში სდებდა.

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე დაიბადა 1949 წლის 20 აგვისტოს, ტყიბულში. 1966 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1974 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკა-კავშირგაბმულობის ფაკულტეტი. მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში ბერად აღიკვეცა და ეწოდა ანანია, 1979 წლის 4 აპრილს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 27 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1979 წელს დაინიშნა თბილისის წმიდა სამების ძველი ტაძრის წინამძღვრად. 1980 წლის ივნისში მღვდელ-მონაზონი ანანია დაინიშნა ალავერდის მონასტრის წინამძღვრად. 1980 წლის 27 სექტემბერს მიენიჭა იღუმენის წოდება, ხოლო 1981 წლის 8 მარტს არქიმანდრიტის წოდება. 1981 წლის დასაწყისში წმიდა სინოდის მიერ არქიმანდრიტი ანანია გამორჩეულ იქნა საეპისკოპოსო კანდიდატად, 1981 წ. 15 მარტს უწმიდესმა პატრიარქმა სვეტიცხოვლის ტაძარში აკურთხა ეპისკოპოსად და დაადგინა ნიკორწმიდის ეპარქიის მმართველად. უწმიდესმა და უნეტარესმა კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღსაყდრებისთანავე ერთ-ერთ განსახორციელებელ გეგმად დაისახა ისტორიულ მესხეთში ქრისტიანობისა და ქართული სულიერების აღორძინება. დაარსებული იქნა ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქია, რომლის მმართველად 1981 წლის 29 აპრილს დადგენილი იქნა ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე. ის ამასთანავე, მისმა უწმიდესობამ დანიშნა საქართველოს საპატრიაქოს სამეურნეო-საფინანსო განყოფილების გამგედ. იმჟამად, სამცხე-ჯავახეთის ეპარქიაში მოქმედებდა ერთადერთი ეკლესია წმინდა მარინეს სახელობისა (ახალციხის რაბათში), მესხეთის დანარჩენი ეკლესია-მონასტრები ათეისტური რეჟიმის გამო, გაუქმებულნი,  ღვთისმსახურების გარეშე იყვნენ მიტოვებულნი. მეუფე ანანიამ 70-წლიანი უქმობის შემდეგ აკურთხა და აამოქმედა საფარას, ვარძიის, ზარზმას, უდეს, ვალეს, ხვილიშას, აბასთუმნისა და სხვა ეკლესიები. მისი უწმიდესობის კურთხევით ამოქმედდა მონასტრებიც.

ეპისკოპოსმა ანანიამ 1990 წელს დააარსა ახალციხის სასულიერო სასწავლებელი სემინარია, რომელიც ამავე დროს იყო საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. მის კურსდამთავრებულებს დიპლომი უფლებას ანიჭებდა ეღვაწათ საშუალო სკოლებში საღვთო სჯულის მასწავლებლად. ილია მეორემ 80-იან წლებში რამდენიმეჯერ მოილოცა სამცხე-ჯავახეთის ეპარქია და გააფართოვა მისი საზღვრები. კერძოდ, ეპარქიის გამგებლობას დაემატა ბორჯომის რაიონიც, სადაც მეუფე ანანიამ აკურთხა ბორჯომის, ახალდაბის, სადგერის, კიმოთესუბნის და სხვა ეკლესიები, აკურთხა სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის ღვთისმსახურები, მრავალ ეკლესიასა და მონასტერში აღევლინა პირველი წირვა.

1992 წლის 25 დეკემბერს, მეუფე ანანიას მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება და დანიშნულ იქნა მანგლისის ეპარქიის მმართველად, რომელიც იმჟამად მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონს მოიცავდა. მალევე, მისმა უწმიდესობამ გააფართოვა ეპარქია და მას დაუმატა წალკის რაიონი. 1995 წლის 17 ივნისს ჩამოყალიბდა მანგლისისა და წალკის ეპარქია, რომლის მმართველადაც დაინიშნა მეუფე ანანია. მეუფე ანანიას მღვდელმთავრობისას მანგლისისა და წალკის ეპარქიაში 1993 წლიდან ამოქმედდა და აშენდა მრავალი ეკლესია და მონასტერი. მათ შორის ასურეთის, თეთრიწყაროს, ალგეთის, ენაგეთის, წყლულეთის, კოდის, მარაბდის, წინწყაროს, ფარცხისის, ჭივჭავის, ირაგას, ბეშთაშენის, ჯინისის, ბარეთის და სხვა ეკლესიები. ამოქმედდა მონასტრები: გუდარეხი, ბედიანი, ფიტარეთი, ბერთა, სამება (გუნიაკალა) და სხვა. წალკის რაიონში რამდენიმე დიდი მონასტრის ამოქმედებამ, იქამდე გაუქმებული ეკლესიებისა და ახალი სამღვდელო პირების კურთხევამ მყარი საფუძველი შექმნა იმისათვის, რათა აღდგენილიყო XVII-XX საუკუნეებში გაუქმებული, წინა საუკუნეებში ისტორიულად არსებული წალკის ეპარქია. 2001 წლის 15 ნოემბერს მთავარეპიკოსპოსი ანანია აღვლენილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ანანიამ დაწერა და გამოსცა მრავალი წიგნი, გამოკვლევა და პუბლიცისტური წერილები. მიტროპოლიტმა დალოცა წალკის მოწესეები და სასულიერო პირები, რათა ერთგულად დამორჩილებოდნენ წალკელ ეპისკოპოსს. წმიდა სინოდმა 2013 წელს მეუფე ანანიას სამღვდელმოძღვრო ეპარქიას უწოდა მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე