პარლამენტში ახალი “ერქვანიების ჯარი“ გამოჩნდება - გურამ ფალავანდიშვილი
პარლამენტში ახალი “ერქვანიების ჯარი“ გამოჩნდება - გურამ ფალავანდიშვილი

A+ A-

14:31 11/11/2019

საზოგადოებრივი მოძრაობა "ზნეობის" დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის ემზადება.

როგორც ფალავანდიშვილმა განაცხადა, მას “ქართული ოცნების“ ყოფილ და მოქმედ დეპუტატებთან თანამშრომლობა სურს. საზოგადოებრივი მოძრაობა "ზნეობის" დამფუძნებელი სამომავლო გეგმების შესახებ “2020NEWS”-თან ინტერვიუში საუბრობს.

- ბატონო გურამ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?

- ვაპირებ, შევქმნა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. სამწუხაროდ, განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია ხალხის გვერდით არ დგას, მათ შორის, არც “პატრიოტთა ლიანსი“, ნინო ბურჯანაძის პარტია “ერთიანი საქართველო-დემკრატიული მოძაობა“ და “ნაციონალური მოძრაობა“.

- კონკრეტულად ვისთან აპირებთ პოლიტიკურ თანამშრომლობას?

- მე ვისურვებდი ჩემს პარტიაში იყვნენ, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ლევან ვასაძე, ლევან ჩაჩუა და სხვები. ის ხალხი, ვინც ლევან ვასაძის მიერ დასახელებულ ხუთპუნქტიან შეთანხმებას იზიარებს, პოლიტიკაში უნდა გამოჩნდეს.

- “ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლებთ?

- “ქართული ოცნების“ იმ ნაწილთან, რომელმაც მხარი დაუჭირა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, თანამშრომლობას ვაპირებ. უბრალოდ, საინტერესოა ისინი თუ მოინდომებენ ჩემთან თანამშრომლობას. ადამიანები რომლებთანაც თანამშრომლობას განვიხილავ, არიან გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე და ა.შ. თუ ასეთი თანამშრომლობა შედგა.

- როგორ ფიქრობთ, თქვენ პარტიას  მხარს ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა დაუჭერს?

- ეს დამოკიდებულია ფინანსებზე, რომლებიც ჩვენ არ გავქვს. საერთოდ, ჩვენს 5 პუნქტს მოსახლოების 80% უჭერს მხარს. ბრძოლაა საჭირო. უნდა. პარლამენტში ერქვანიას ხმის  გარადა, ვაჟკაცური ხმა არ ისმის.

- პოლიტიკურ პარტნიორად “ქართული ოცნების“ დეპუტატს, ალესანდრე ერქვანიასაც მოიაზრებთ?

- ერქვანია ნეტა ჩვენს პარტიაში იყოს, მაგრამ რა ვიცი, იქნება?! კაცი “ქართულ ოცნებაშია“. თუ ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვეთ, პარლამენტში ერქვანიების ჯარი გამოჩნდება.       

- პარტია  როდის შექმნება დაახლოებით და ასევე, მისი სახელწოდება შეჩეული გააქვთ? 

- პოლიტიკური პარტია არჩვენებამდე დაახლოებით, ოთხი თვით ადრე ჩამოყალიბდება. ზუსტი თარიღი გამოცხადდება. მე აქტიურად ვთანამშრომლობ “ქართულ იდეასთან“, რომელსაც მშვენიერი სახელწოდება აქვს. შესაძლოა, მასაც შევუერთდეთ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე