“ბიჭები გეები აღმოჩნდენენ... ამბის გახმაურებიდან, ერთმა დატოვა ჯგუფი, მეორემ ვაჟკაცურად გააგრძელა ბრძოლა ქვეყნისათვის“
“ბიჭები გეები აღმოჩნდენენ... ამბის გახმაურებიდან, ერთმა დატოვა ჯგუფი, მეორემ ვაჟკაცურად გააგრძელა ბრძოლა ქვეყნისათვის“

A+ A-

17:33 10/11/2019

ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში აფხაზეთში, კერძოდ ტამიშში მომხდარ ამბავს უზიარებს ინტერნეტმომხარებლებს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

,,ერთი ამბავს მოვყვები. ტამიში ყველაზე ცხელი ადგილი იყო აფხაზეთში, თითქმის ყოველდღე ხდებოდა თავდასხმა. ჩემი მეგობრები იცავდნენ ტამიშს ამ დროს, თითქმის ხელცარიელები, მხოლოდ ერთი ტანკით. ეს ტანკი იყო, რაც იყო! მომგერიებელიც და თავდამსხმელიც. ორი მაგარი მექანიკოსი მართავდა ტანკს. ერთ დღეს ჩამოვარდნენ ბიჭები ყვირილით, რომ ეს ბიჭები დაჭრესო. გავარდა ყველა ტანკთან, ყველას ეგონა, რომ ააფეთქეს. მისულებს კი ბიჭები ცოცხლები დახვდენენ. თურმე ერთ-ერთს მეორეზე უეჭვიანია და გატეხილი ბოთლით დაუჭრია. ბიჭები გეები აღმოჩნდენენ. ამ ამბის გახმაურებიდან, ერთმა დატოვა ჯგუფი, მეორემ კი ვაჟკაცურად გააგრძელა ბრძოლა ქვეყნისათვის. ყველა პატიოსან მოქალაქეს გაუმარჯოს“, - წერს გიორგი რურუა  სოციალურ ქსელში.