ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი დაინიშნა
ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი დაინიშნა

A+ A-

17:20 10/11/2019

საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკოლოზ სარალიძე წერს.

„ფედერაციის პრეზიდენტი - თამაზ შიოშვილი, ვიცე -პრეზიდენტი - თემურ აბაზოვი, ვიცე-პრეზიდენტი - ნიკოლოზ სარალიძე პრეზიდიუმი“ - წერს სარალიძე.

ფედერაციის ერთ-ერთ ვიცე პრეზიდენტის პოსტი მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა დაიკავა. მან საზოგადოებას თავი სკანდალით დაამახსოვრა. აბაზოვს ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებდნენ. მარნეულში ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს. საკრებულომ მას უფლება მოვალეობა აბაზოვს მას შემდეგ შეუჩერა, რაც 13 ივნისს პროკურატურამ ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალი წაუყენა.

აბაზოვი შვიდი თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. დეკემბერში სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.