ვუყურებ კინო "ამირანთან" განვითარებულ მოვლენებს და ჟრუანტელი მივლის - 89 წლის ბლოგერი
ვუყურებ კინო "ამირანთან" განვითარებულ მოვლენებს და ჟრუანტელი მივლის - 89 წლის ბლოგერი

A+ A-

15:23 10/11/2019

89 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე, რომელიც სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, ხშირად წერს თავისუფლებაზე და აკრიტიკებს მათ, ვისაც განსხვავებული აზრის ჩახშობა სურს.

ბლოგერი ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ხმაურიან კინოპრემიერას ეხმაურება.

"ვუყურებ კინო "ამირანთან" განვითარებულ მოვლენებს და ჟრუანტელი მივლის, ნუთუ ამდენი მე 19 -ე საუკუნეში ჩარჩენილი ხალხი არსებობს კიდევ? ნუთუ ერთი კინოფილმი ისე საშიშია მათთვის, რომ ასეთი ამბავი ატეხეს? გასაგებია "ქართულ მარშს" მეტს ვერ მოთხოვ, მათი გონება ჯერ ვერ დაეწია თანამედროეობას. მე უბრალოდ მაინტერესებს, მათ შორის ახალგაზრდები როგორ მოხვდნენ? ან რას ფიქრობენ ისინი?სირცხვილია ხელოვნების ნიმუში ვერ დააფასო, როცა მსოფლიო აფასებს“,- წერს სოციალურ ქსელში ლამარა აბჟნდაძე.

მანამდე ლამარა აბჟანდაძემ სოციალურ ქსელში წერდა, რომ ფილმს "და ჩვენ ვიცეკვეთ" სიამოვნებით უყურებდა.