ბათუმში კინოთეატრ “აპოლოსთან“ პოლიციაა მობილიზებული
ბათუმში კინოთეატრ “აპოლოსთან“ პოლიციაა მობილიზებული

A+ A-

18:11 09/11/2019

ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპრემიერო ჩვენების მეორე დღეს მაყურებლები კინოთეატრში ისევ პოლიციის კორდონის გავლით შეძლებენ შესვლას.

კინოთეატრთან ამ დროისთვის არ გამოჩენილან დაგეგმილი აქციის მონაწილეები. ისინი შეკრებას 20:00 საათიდან დაიწყებენ. „დღესაც ვგეგმავთ კინოჩვენების გაპროტესტებას.

რვა საათიდან შევიკრიბებით და კინოჩვენებას მშვიდობიანი ფორმით გავაპროტესტებთ“, – ამბობს გუშინდელი აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვატო ნებურიშვილი.

კინოჩვენება ბათუმში 22:00 საათზე იწყება.