ლევან ვასაძე “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მეორე დღეა აპროტესტებს - ბიზნესმენი ვერის პარკში მივიდა
ლევან ვასაძე “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მეორე დღეა აპროტესტებს - ბიზნესმენი ვერის პარკში მივიდა

A+ A-

17:50 09/11/2019

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვერის პარკში თავის მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. ბიზნესმენი მეორე დღეა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებს

ვერის პარკში იმყოფება რამდენიმე სასულიერო პირი. როგორც ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მხარდამჭერებისადმი მიმართვა 18:00 საათზე დაიწყება.

„ჩვენ აქ ყველა ინდივიდუალურად ვართ მოსულები“, - ასე უპასუხა ვასაძემ კითხვას შეუერთდებიან თუ არა მათ „ქართული მარშის“ წარმომადგენლები.

ვერის პარკში იმყოფება ასევე გურამ ფალავანდიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდეჯერმე მოჰყვა.

8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.