სალომე კორკოტაშვილი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამო მამას დაუპირისპირდა
სალომე კორკოტაშვილი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამო მამას დაუპირისპირდა

A+ A-

14:46 09/11/2019

მინდა, წარმატება ვუსურვო ფილმს - სალომე კორკოტაშვილი მუსიკოსი და გია კორკოტაშვილის ქალიშვილი, სალომე კორკოტაშვილი “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. მამისგან, გია კორკოტაშვილისგან განსხვავებით, სალომე ფილმის ჩვენების მომხრეა.

“მინდა, წარმატება ვუსურვო ამ ფილმს, Love is in the air. Good luck guys აგრესია ხელს შეგვიშლის ყველაფერში და შევეცადოთ რომ ერთმანეთს სული არ დავუბინძუროთ ნაგვის ყუთივით. Game of thrones არ მქონდა ნანახი და გუშინ პირდაპირ ეთერში ვნახე ყველა სერია, მგონი შევძლებთ მშვიდ ქვეყანაში ცხოვრებას, მიყვარხართ "- წერს მუსიკოსი.

არადა, სწორედ სალომე კორკოტაშვილის მამა გია კრკოტაშვილი აპროტესტებდა ფილმის ჩვენებას.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს კინოთეატრებში “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო. ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.